• October

    17

    2023
  • 97
  • 0
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე დანაშაულში 139 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე დანაშაულში 139 პირი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე ამოქმედებიდან დღემდე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 139 პირი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62  – სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 12 პირი კი  ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულების და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor