• November

    13

    2024
  • 56
  • 0
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დამწყები სპორტსმენებისთვის „კავეა გალერეაში“ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „თოფურია – მატადორი“ ჩვენება მოეწყო.

ფილმის ჩვენებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, SMH Sports-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი, ილია თოფურიას ოჯახის წევრები, ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოკრივე ლაშა გურული და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი ესწრებოდნენ.

ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურიას დედამ, ინგა ბენდელიანი-თოფურიამ, მიმართეს.

დოკუმენტური ფილმი ასახავს ილია თოფურიას კარიერის პირველ ნაბიჯებს, სირთულეებს, რომელთა დაძლევის შედეგად მან შეძლო, გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენების მიზანი დამწყები სპორტსმენებისთვის მოტივაციის ამაღლება და იმის ჩვენება იყო, თუ როგორ შეიძლება, შრომისმოყვარეობით, ბრძოლისუნარიანობითა და საყვარელი საქმისადმი ერთგულებით ყველა მიზნის მიღწევა.

სპორტის სამინისტროს ინიციატივით დოკუმენტური ფილმის „თოფურია – მატადორი“ ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება.

ფილმის წარმდგენი და ოფიციალური პარტნიორია SMH Sports, რომლის მხარდაჭერითაც რამდენიმე დღის წინ ფილმის პრემიერა მოეწყო.

ილია თოფურიამ MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. მიმდინარე წლის ოქტომბერში აბუ დაბიში UFC 308-ის ღონისძიების ფარგლებში ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ამერიკელ მაქს ჰოლოუეის სძლია და UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. აღსანიშნავია, რომ MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor