• December

    28

    2024
  • 113
  • 0
სპორტსმენების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა

სპორტსმენების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სპორტსმენების საპროტესტო აქციის წევრები პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს საპროტესტო აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ტერიტორია სრულად დაიკავეს.

მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილს ადგილზე სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor