• December

    26

    2024
  • 84
  • 0
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა

მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოსთვის – ერის სულიერი მამა მილოცვებს იღებს.

გუშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან, 47 წელი შესრულდა. სწორედ 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართული ინტრონიზაციით მართმადიდებლურ ეკლესიაში ისტორიის ახალი ხანა დაიწყო.

პატრიარქობის პირველი წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ილია მეორესთვის – დახურული და მრევლის გარეშე დარჩენილი ტაძრები, ეს იყო გამოწვევა, რომელიც პატრიარქმა წარმატებით დაძლია. ეკლესიებში მრევლის რაოდენობა წლებთან ერთად იზრდებოდა.

პატრიარქის დამსახურებით ქვეყანაში არაერთი ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

სწორედ პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. პატრიარქის როლი დიდია საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო კუთხითაც. იგი სხვადასხვა საგალობლების ავტორია. ასევე, პატრიარქს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის როლი ასევე მნიშვნელოვანია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონიდან დაღუპულების გამოყვანის კუთხითაც.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor