• January

    31

    2025
  • 85
  • 0
სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუსთვის მხარდასაჭერის გამოსახატავად იყვნენ მისულები.

მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპეცრაზმმა დაბლოკა სპეციალური ავტობუსი, რომელიც პოლიტიკოსებს ემსახურება. ამას მოჰყვა შეტაკება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოგვიანებით იმამოღლუმ ხალხს სხვა ადგილიდან მიმართა.

„დღევანდელი საკითხი სამართლიანობის საკითხია, უფლებისა და სამართლიანობის ძიების საკითხია. სამწუხაროდ, დღევანდელი საკითხი მომდინარეობს შეთქმულებიდან, რომელიც მზადდება სტამბოლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკრემ იმამოღლუმ.

მედიის ცნობით, იმამოღლუ სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს. სტამბოლის მერი უკვე ნასამართლევია თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წევრების შეურაცხყოფისთვის და მის ნასამართლობას ზემდგომი სასამართლო თუ დაადასტურებს, იმამოღლუს პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა ემუქრება.

როგორც მედია წერს, იმამოღლუს 2015 წლის ტენდერის სავარაუდო გაყალბებაში მონაწილეობასაც ედავებიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor