• February

    14

    2025
  • 67
  • 0
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

EMITT 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ.

გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენას დაესწრო სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი.

EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან, ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას. სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.

EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი. სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor