
სტიქიით დაზარალებული ჯემალ ხომერიკი: ,,ბიჭები თავდაუზოგავად მუშაობენ, ჩვენ კი მათი შემხედვარე იმედიანად ვუყურებთ ხვალინდელ დღეს”
,,GEO NEWS” სპეციალური კომუნიკაციის საშუალებით ექსკლუზიურად ესაუბრა, გურიაში სტიქიის ეპიცენტრში ჩარჩენილი რამდენიმე ადამიანიდან ერთ-ერთს, ბატონ ჯემალ ხომერიკს, რომელმაც გადატანილი ტრაგედიის სიმძიმისა და აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ჯემალ ხომერიკი: შვილებო, მინდა გითხრათ, რომ მსგავსი აბდლური თოვლი, არც მინახავს და არც წინაპრებისგან მომისმენია, რომ აღარ გადაიღო, ძალიან შეგვეშინდა. ვიფიქრეთ, თოვლში დავიძირებოდით – შეგვაშინა ბუნებამ, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც იმედი არსაიდან ჩანდა, ჩვენი ღირსეული ბიჭები გამოჩდნენ და პირველადი საჭიროების საგნები გადმოგვცეს და კომუნიკაციაც მეტ-ნაკლებად აღადგინეს.
ჩვენი მაშველი პოლიციელებისა და ჯარისკაცების დანახვაზე თვალზე ცრემლი მომადგა, კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ამ ქვეყნად პატრონი მყოლია, რომელმაც ამ მძიმე სტიქიასთან ბრძოლაში მარტო არ დამტოვა.
ამ ეტაპზე ჩვენს სოფელში კომუნიკაციების აღდგენა მიმდინარეობს, ბიჭები თავდაუზოგავად მუშაობენ, ჩვენ კი მათი შემხედვარე იმედიანად ვუყურებთ ხვალინდელ დღეს.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”





