
სტიქიის ზონაში პირადად იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე
დატბორილი ქუჩები, ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სახლებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავები, სკოლებსა და ბაღებში დროებით შეჩერებული სააღმზრდელო და საგაკვეთილო პროცესი. ასეთი ვითარებაა სტიქიიდან მეხუთე დღეს ფოთში, სადაც უამინდობა გრძელდება.
სტიქიის ზონაში პირველივე წუთებიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.
სტიქიის ზონაში პირადად იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე.
როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ განაცხადა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სტიქიის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი მიადგათ და რომელთა საცხოვრებელ სახლებში სტიქიისგან მიყენებული ზარალის გამო ყოფნა შეუძლებელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დროებით ქირით გაყვანას სთავაზობს.
ავტორი – ირაკლი გუნია





