
სულგაყიდული ოპოზიცია ახალგაზრდების ბინძურ თამაშში გასვრას ცდილობს და რევოლუციური ახალი პროტესტის ტალღის აგორებას ბათუმიდან იწყებს
,,GEO NEWS”-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი – საუბარია, სტუდენტების მიერ ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციებზე ( იხ: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამართული სტუდენტური აქციის უკან გახარია-ხაზარაძის ჩრდილი ჩანს ) .
ჩვენი ძალოვანი კონფიდენციალური წყარო კვლავ დაგვიკავშირდა და გვიმტკიცებს, რომ სწორედ მსგავსი ქმედებებით ცდილობს რადიკალური ოპოზიცია მზაკრული გეგმებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას.
წყაროს თქმით, აქციის სათავეში ,,ძლიერი საქართველოდან” მართული ახალგაზრდები არიან. აქციას უერთდებიან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ახალგაზრდულის წევრები. აჭარაში ახალგაზრდების ყველაზე მეტი რესურსი ოპოზიციურ ფლანგზე გიორგი გახარიას ჰყავს.
წყარო გვიმეორებს, რომ აჭარაში ორგანიზაცია ,,ჩვენი ხმა ევროპას” თაღლითი და მევახშე ხაზარაძის პარტიის ბათუმის შტაბიდან იმართება.
,,აჭარაში ,,ჩვენი ხმა ევროპას” იმართება ძლიერი საქართველოს ბათუმის შტაბიდან. სწორედ იქ იკრიბებიან ეს ახალგაზრდები. გიმეორებთ, მათ დაგეგმეს ეს სტუდენტური ე.წ. აქციები. მათ გახარიას ახალგაზრდულიც შეუერთდა, იმის გამო, რომ ახალგაზდობაში მათ გავლენის დაკარგვა არ უნდათ. მეტი ახალგაზდობა ბათუმში მაგათ ჰყავთ, მაგრამ მათ სხვა სტუდენტები არ უერთდებიან”, – გვიყვება წყარო.
წყარო გვეუბნება იმასაც, რომ რადიკალებისგან მართული ახალგაზდები ვერშემდგარი პროტესტის შემდეგ, აჭარაში საპროტესტო მუხტის აგორებას ცდილობენ.
,,უნდათ რაღაც ისეთი მოხდეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რადგან მათ დაძახილზე ხალხი გარეთ აღარ გამოდის, ამიტომ ცდილობენ, რომ სტუდენტებით ააგორონ რაღაც სასწაული”, – გვიყვება წყარო.
მისივე ინფორმაციით, ,,აჭარაში უშუალოდ ,,ძლიერი საქართველო” ცდილობს სადავეები ხელში აიღოს.
P.S. როგორც ჩანს, მორიგი რევოლუციური ვნებები ბათუმიდან ცდილობს სტარტის აღებას, თუმცა სახელმწიფოს ძალოვანი უწყებები ყოველგვარ პროვოკაციას საფუძველშივე აღკვეთენ.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





