• May

    28

    2025
  • 155
  • 0
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მნიშვნელოვანია. არაერთი ისეთი პროექტი განვახორციელეთ, როგორიც იყო ორბელიანის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილის მოედანი. შემდეგი იქნება სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების განახლება. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოტურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა ხუთ მლნ-მდე ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება.

„მათგან რვა შენობა – სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა შეადგენს 45 000 კვადრატულ მეტრს, ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი – 469-ს. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე, გადახურვის შეცვლას გულისხმობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთლიანობაში სამუშაოებისთვის დაახლოებით 115 მლნ ლარი დაიხარჯება. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, გამარჯვებული კომპანიის შესახებ კი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor