• April

    3

    2025
  • 81
  • 0
სუსი – სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 124-ე შეხვედრა გაიმართა

სუსი – სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 124-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 124-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, მკაცრად მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა.

ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი და მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 11 ივნისს ჩაინიშნა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor