• September

    11

    2025
  • 75
  • 0
სუს-ის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს

სუს-ის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს. ამ დროისთვის, უცნობია რა სტატუსით იმყოფება ზოდელავა სუს-ის შენობაში.

მანამდე მურთაზ ზოდელავამ კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე და თქვა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გაეცეს.

„ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი”,- განაცხადა ზოდელავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor