• December

    6

    2025
  • 41
  • 0
სუს-ი – „კამიტის“ გამოყენების გამოგონილი ფაქტის მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გამოძიება გრძელდება იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს

სუს-ი – „კამიტის“ გამოყენების გამოგონილი ფაქტის მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გამოძიება გრძელდება იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა.

როგორც მაღრაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ლაშა შერგელაშვილის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა „ბიბისის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.

„საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.

ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ „ბიბისის“ ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და „ბიბისის“ ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისივე თქმით, გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების, „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, თუმცა სუს-ი აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor