• September

    12

    2025
  • 70
  • 0
სუს-ი – მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის

სუს-ი – მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით გამოძიების ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილად რუსეთის ფედერაციას მიუთითებს, ოპერატიული მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე იკვეთება მხოლოდ ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

„როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის,  ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღე-ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, „ესბეუს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და, მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლია, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, – განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკრაინის ორი მოქალაქე გუშინ დააკავეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor