
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
,,სუს”-მა გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა.
,,სუს”-ის განმარტებით, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, ,,სუს”-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.
,,ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე“, – აცხადებენ ,,სუს”-ში.





