• November

    10

    2024
  • 51
  • 0
სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

4 საათზე მეტია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა საია-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ბრალდებებს, რომლებმაც ცესკო-ს თავმჯდომარე დაადანაშაულეს საზღვარგარეთ არასაკმარისი უბნების გახსნაში. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დარბაზიდან გაძევებულია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ლაშა ფარულავა. მან 26 ოქტომბრის არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა, რაზეც ცესკო-მ სამართლებრივი მტკიცებულებები მოითხოვა. საკითხს მოსარჩელეს მხრიდან ხმაური მოჰყვა, საბოლოოდ კი გიორგი კალანდარიშვილმა ფარულავას დარბაზი დაატოვებინა. ცესკო-მ ასევე არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდულ იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი, რომლითაც ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში გახსნილი ერთ-ერთი უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა. ცესკო-ს წევრებმა საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელი უკვე მოაწერეს. ამასთან, პროცედურული დარღვევის გამო, საარჩევნო კომისიამ არ განიხილა „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ საჩივარი. მიზეზად საჩივრის დაწერის დაგვიანება დასახელდა. ამ წუთებში სხდომაზე განიხილება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო უბნებზე დარღვეული იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor