• March

    23

    2024
  • 82
  • 0
სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

სოციალურ ქსელში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო.

ამასთან, როგორც მსოფლიო მედია წერს, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლობას.

როგორც „ბიბისი“ წერს, „ისლამურ სახელმწიფოს“ ადრეც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა იმ თავდასხმებზე, რომელთანაც რეალურად კავშირი არ ჰქონია.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით,  „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 146 ადამიანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor