• August

    23

    2024
  • 73
  • 0
ტაილანდში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ხუთი ჩინელი და ორი ტაილანდელი მგზავრი, ასევე ორი მფრინავი იყო, დედაქალაქ ბანგკოკის მახლობლად ტყეში ჩამოვარდა.

მცირე ზომის ლაინერი ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიფრინავდა. ეკიპაჟთან კონტაქტი აფრენიდან დაახლოებით ათ წუთში შეწყდა. ლაინერს სავარაუდოდ ტურისტები ძვირად ღირებულ კურორტზე გადაჰყავდა.

თვითმფრინავი ტყეში, ტალახიან ადგილას ჩამოვარდა, რამაც სამძებრო სამუშაოები შეაფერხა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor