
ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ ეფექტური განკურნების საშუალებას
პაპილომავირუსი ვირუსთა ჯგუფია, რომელიც იწვევს კანის ან ლორწოვანი გარსების, მათ შორის პირის ღრუს, ან საშვილოსნოს ყელის ინფიცირებას.
პაპილომა ვირუსის, როგორც ინფექციის დაახლოებით 180 შტამი არსებობს. მათ შორის 29 მაღალონკოგენურია.
პაპილომა ვირუსის უარყოფით მოქმედებას საშვილოსნოს ყელზე ხელს უწყობს შემდეგი ფონური ფაქტორები:
ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება;
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
საშვილოსნოს ყელის დაზიანება – ხშირი აბორტები, ადრეული აბორტები, ადრეული მშობიარობები;
მრავალი სქესობრივი პარტნიორის არსებობა;
არაჯანსაღი ცხოვრების წესი.
საშვილოსნოს ყელის დაზიანებების რისკებს ამცირებს:
ცხოვრების ჯანსაღი წესი;
ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება;
მავნე ჩვევებისგან თავის არიდება;
ჯანმრთელობის პერიოდული მონიტორინგი;
ვაქცინაცია.
პაპილომა ვირუსის შესაძლო სიმპტომებია:
გახანგრძლივებული მენსტრუალური გამონადენი;
მენსტრუაციათა შორის ინტერვალში მოყავისფრო, მოვარდისფრო, სისხლიანი გამონადენი;
სქესობრივი აქტის შემდეგ სისხლიანი გამონადენი;
წონის კლება;
მადის დაქვეითება;
ტემპერატურის უმიზეზო მატება;
გინეკოლოგთან რუტინული მიმართვა, რეკომენდაციების გათვალისწინება, პროფილაქტიკური კვლევები და ვაქცინაცია ამცირებს პაპილომა ვირუსით ინფიცირების რისკებს და მისგან დამდგარ ფატალურ შედეგებს.
ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
ტელ : 032 2 800 819.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76ბ;
,,GEO NEWS”





