
ტრამპის ახალი გაპრეზიდენტებით მსოფლიოს პოლიტიკური კონტურები რადიკალურად იცვლება
,,მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ”, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,აშშ”-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ამერიკელების უკმაყოფილებას ასახავს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის შედეგების, ისე დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიმართ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ეს ორი ოფიციალური განცხადება, პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენენ დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ტრამპმა ისე პუტინმა, საკუთარი მოქმედების სტილი ანუ ერთგვარი ,,მოდუს ოპერანდი” გარკვეულად უნდა დააკორექტირონ და ეს ორივე მათგანის საუკეთესო ინტერესში შედის.
საერთო ჯამში, მსოფლიო ახალი პოლიტიკური წესრიგის ,,დიქოტომიაში” შედის და ჩიხიდან თავის დაღწევის მიზნით ტრამპსა და პუტინს ერთგვარი ,,ტრეიდების” ანუ გაცვლა გამოცვლისა, უნდა დათმო, უარი თქვი და გავცვალოთ და ვივაჭროთ პოლიტიკა იქნება ,,ტრენდში”.
ამ მოლოდინის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მსოფლიო, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიცნობდით, რადიკალურად შეიცვლება.
ალბათობა, რომ უკრაინას შეუწყდება დაფინანსება და იარაღის მიწოდება აშკარად დიდია, ეს კი სარკისებურად აისახება რუსეთის მიმართ საერთაშორისო იზოლაციის შესუსტებაში, რაც გარდაუვალია.
ასე რომ, ჩვენო პატივცემულო მკითხველო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,ახალ საოცარ სამყაროში” და არ დაგავიწყდეთ, აქ შესაძლოა თოვლი შავი იყოს, მიწა თხევადი და სხვადასხვა ოქსიმორონიც მატერიალიზდეს.
ჩვენ ყველანი ახალი ტრამპის სამყაროში შევდივართ, პირველი ამერიკელი პრეზიდენტისა, რომელიც საკუთარი 45-ე პრეზიდენტობისაგანაც კი მკვეთრად განსხვავებულ 47-ე პრეზიდენტობას იწყებს.
ქეთი ხომერიკი





