• January

    21

    2026
  • 79
  • 0
ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს

ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2026 წლის 19 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor