• December

    15

    2024
  • 199
  • 0
უკვეთავს თუ არა თაღლითი ხაზარაძე ,,GEO NEWS”-ის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას ქიზიყელი ბანკირის დავალებით ,,საღორიის ტყის” ბინადარს ?

უკვეთავს თუ არა თაღლითი ხაზარაძე ,,GEO NEWS”-ის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას ქიზიყელი ბანკირის დავალებით ,,საღორიის ტყის” ბინადარს ?

ორიოდე დღის წინ, ელისო კილაძის ,,საგმირო საქმეებზე” რამდენიმე სტატია მოვუთხრეთ მკითხველს, თუმცა ელისაბედს მოსვენება არ აქვს, კვლავაც ჩვენზე წერს პოსტებს, მაგ: ასეთს :

,,რუსეთუმე ქეთი ხომერიკის, თაღლითი ქმარი, ირაკლი კერესელიძე, რომელმაც ციხე ამნისტიით დატოვა, სასამართლოთი მემუქრება”.

მსგავს აბსურდზე ალბათ საუბარიც არ ღირს, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა მკითხველის წინაშე გვავალდებულებს დეტალურად განვმარტოთ ყველაფერი:

ირაკლი კერესელიძე ქეთევან ხომერიკის ყოფილი მეუღლეა. მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ჩვენს გამოცემაში ის იურიდიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. ჩვენი იურისტის პროფესიონალიზმი და მის მიერ სასამართლოში მოგებული არაერთი საქმე თავისთავად მეტყველებს მის პროფესიულ შესაძლებლობებზე. რაც შეეხება თაღლითობის ბრალდებას, საკმაოდ კარგადაა ცნობილი, რომ ირაკლი კერესელიძე საერთაშორისო დონის თაღლითი თურქის ცრუ დასენის გამო იხდიდა სასჯელს, შემდგომში კი, თავად თურქის მიმართ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს გაუჩნდათ სამართლებრივი პრეტენზიები, რაც მისადმი საქმის აღძვრით იქნა დაგვირგვინებული. ამ შედეგის დადებაში ჩვენი დამფუძნებლის ქეთევან ხომერიკის და მთავარი რედაქტორის გიორგი კორძაძის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება აშკარა წინაპირობა გახდა ამ კონკრეტული თურქის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისა. რაც შეეხება ირაკლი კერესელიძის ამნისტიით გათავისუფლებას, ამ აქტით მას სულ 45 დღე ეპატია, მაშინ როდესაც, ფაქტობრივად, კალენდარულად 7 წელი და 9 თვე უწყვეტად მოიხადა და ეს საქმე საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რამეთუ ის ყურადღების ეპიცენტრში იყო და იქნება…რადგან ზოგიერთებს არ ასვენებთ გამჩენი.

ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენების მძლავრი სურვილი ელისაბედს სახეს იმდენად აკარგვინებს, რომ სრულიად ამ საქმესთან შეხებაში არ მყოფ ჩვენს რეგიონალურ ჟურნალისტს ირაკლი გუნიასაც გადასწვდა და დაგესვლა სცადა, რაზედაც შემდეგი კომენტარი დაწერა : ირაკლი გუნიამ ქეთის ,,ტიტუშკამ” დამბლოკა.

ელისაბედი არა მარტო თავად ირჯება, არამედ ,,მოხოდილი” ჰყავს საკუთარი აგრესიული ,,მრევლი” და თანამშრომელი, მათ შორის კი, ზაზა სვანაძის მოწადინება გამოირჩევა, როდესაც ასე წერს : ნახევარი საქართველო, რომ ჰყავთ გადაგდებული ის ხალხი, არ ჩანან მის ვოლზე ? რაზეც ელისო კილაძე პასუხობს, რომ ის ხალხი მასთან გამოჩნდება. 

ამ ,,მარგალიტების” მფრქვეველი ზაზა სვანაზე რეპუტაციული ბანკროტია, რომელსაც ჩვენი კონფიდენციალური წყაროს თქმით, უღირსი საქციელების გამო, თავში წამოსარტყმელად არა ერთი ადამიანი ეძებს, თუმცა, თუ არა ეს სულგაყიდული პროვოკატორი სხვას ვის უნდა ემუშავა ,,საღორიას ტყიდან” გამოვარდნილი ელისო კილაძის გვერდით ?!  ამ ამფიბიის რეპუტაცია ჟურნალისტურ წრეებში პლინტუსზე დაბლაა, თუმცა მისი ,,გრძელი ცხვირის” შესამოკლებლად, დედიკო ელისოსთან ერთად ეს ჩლიქოსანიც დაისჯება კანონის ფარგლებში, რაზეც შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ. 

როგორც ჩანს, ის ფაქტი, რომ მსგავსი ,,ფუნას” ჭამისთვის ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ დაინდო და ციხეს აარიდა სვანაძესთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა, ამიტომაც ამჯერად მას კანონი სრული ძალით დაუპირისპირდება, როგორც ,,რეციდივისტს”.

დაბოლოს, ჰოი, საოცრებავ, ,,საღორიელი” ელისაბედი შპაგატში კი არა, სამკუთხედში ჩამჯდარა და მისი კიდევ ერთი ფარული დამფინანსებელი ჩვენი ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, თაღლითობისთვის ნასამართლევი ბანკირ ყოფილი და არ შემდგარი პოლიტიკოსი, თავის დროზე ქართული კომკავშირის მშვენება მამუკა ხაზარაძე ყოფილა.

ხაზარაძეს კი მთლად თბილი და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონია ქართული საბანკო სისტემის ,,დინოზავრთან”. სხვათა შორის, ავტომობილით უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელთან და ჩვენს ძველ კარგ ,,მეგობართან” ბატონ ნოდარ ჯავახიშვილთან, რომელიც ერთის მხრივ, ჩვენს იურისტს ციხეში თაყვანს სცემდა, მეორეს მხრივ, ზემოთ ხსენებულ თურქ თაღლითთან თბილ კავშირებშია მხილებული….და რა სიმბოლურია, რომ ერთის მხრივ, ჩვენს დამფუძნებელს ივლისში სწორედაც, რომ ,,თიბისი” ბანკში სთავაზობდნენ დასაქმებას და ამავდროულად, ბოლო პერიოდია მის ავტომობილს მცირე ნივთებს პარავენ და უზიანებენ, რაზეც სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეა. 

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor