• October

    10

    2023
  • 71
  • 0
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 36 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 36 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს

რუსეთი უკრაინას ღამით 36 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 39 სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა ერთი სარაკეტო და 63 საჰაერო დარტყმა, 47 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, როგორც ჩვენი ჯარების პოზიციებზე, ასევე ჩვენი სახელმწიფოს სამოქალაქო ობიექტებზე, დაინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბახმუტის მიმართულებით, დონეცკის ოლქში მტრის ოთხი თავდასხმა მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით.

როგორც უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინელებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება დონეცკის რეგიონის ანდრეევკას რაიონში, აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor