• November

    7

    2023
  • 87
  • 0

უკრაინის გენშტაბი – უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, გრძელდება შეტაკებები ხერსონთანაც

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალები კონცენტრირებული არიან სამი მიმართულებით შტურმზე.

ბოლო დღე-ღამეში მომხდარი 18 საბრძოლო შეტაკებიდან 60 ავდეევკის, მარინკისა და კუპიანსკის მიმართულებით მოხდა. როგორც უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რუსების ყველა შეტევა მოგერიებულია.

ამასთან, უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. გრძელდება საბრძოლო შეტაკებები ხერსონთანაც, სადაც უკრაინელი სამხედროები მტრის ზურგში დისლოცირებულ ძალებს ურტყამენ.

უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ცნობას,  რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქიდან შესაძლო უკან დახევის შემთხვევაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აფეთქებას აპირებენ და ამ მიზნით სხვადასხვა ობიექტს ნაღმავენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor