• October

    3

    2023
  • 96
  • 0
უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის შეთანხმებით, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის ტერიტორიაზე მოხდება

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის შეთანხმებით, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის ტერიტორიაზე მოხდება

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის შეთანხმებით, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის ტერიტორიაზე მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ასევე პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი რობერტ ტელუსი.

აღნიშნული შეთანხმება პოლონეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის ტრანზიტის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდით. ოთხშაბათიდან უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ლიეტუვის გავლით ტრანზიტით მიდის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის ტერიტორიაზე, ლიეტუვის პორტში მოხდება“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

თავის მხრივ, უკრაინის სამინისტროში აღნიშნეს, რომ კიევი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ლიეტუვის ლაიპედას პორტში გადატანის ინიციატივით გამოვიდა, პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა კი მხარი დაუჭირეს კონტროლის ამგვარ მექანიზმს და ეს კონსტრუქციულ ნაბიჯად შეაფასეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor