• September

    26

    2024
  • 50
  • 0
უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის თავზე ათამდე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის თავზე ათამდე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის თავზე ათამდე დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო ავრცელებს.

იერიშის შედეგად დაზიანებულია 20-მდე ავტომობილი, ოთხ საცხოვრებელ სახლში ჩამსხვრეულია მინები. დრონის ნამტვრევები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, პეჩერსკის რაიონში რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა გაზის მილი, რის შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი უკვე ჩამქრალია.

ამასთან, საოკუპაციო ძალებმა რაკეტებითა და დრონებით ღამით ოდესის ოლქზე განახორციელეს დარტყმა. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები და მანქანები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 78 კამიკაძე-დრონი და ექვსი რაკეტა გაუშვა, საიდანაც საჰაერო თავდაცვამ 66 დრონი და 4 რაკეტა გაანადგურა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor