• April

    30

    2025
  • 29
  • 0
უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად მურომში მდებარე საწარმოში ხანძარი გაჩნდა.

„დაფიქსირებულია რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის შემოფრენა. ისინი ჩამოაგდეს ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. დრონებმა დააზიანა ორი შენობა: ერთ-ერთში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლოკალიზებულია. მეორე უმნიშვნელოდ დაზიანდა“, – დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამში“.

„რბკ-უკრაინის“ წყარომ განაცხადა, რომ მურომის ქარხანაში „საბრძოლო მასალების აალების საშუალებები, ასევე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი კომპონენტები მზადდება“.

ევროკავშირს მურომის ქარხნისთვის სანქციები აქვს დაწესებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor