• February

    24

    2025
  • 57
  • 0
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ილონ მასკმა მას ბუნდესტაგის არჩევნებში მიღებული შედეგი მიულოცა

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ილონ მასკმა მას ბუნდესტაგის არჩევნებში მიღებული შედეგი მიულოცა

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ მას ბუნდესტაგის არჩევნებში მიღებული შედეგი ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მიულოცა.

აღნიშნულის შესახებ ვაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დილით, როდესაც შეტყობინებებს შევხედე, დავინახე, რომ ღამით გამოვტოვე ზარები აშშ-დან, მათ შორის ილონ მასკისგან, რომელმაც პირადად მომილოცა. სატელეფონო ზარებს განვახორციელებ დღეს, არ ვიტყვი აქ, ვისთან, რადგან ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ კონფიდენციალურია, თუმცა ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ ვართ პარტია გერმანიაში, რომელიც აღიარებულია საზღვრებს გარეთ, რომელსაც აქვს კომუნიკაცია ყველა მხარესთან, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასთან ვაშინგტონში“, – განაცხადა ალის ვაიდელმა.

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგის არჩევნებში ხმების 20,8% მოიპოვა და მეორე ადგილზე გავიდა. ეს პარტიისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც აჩვენებს, რომ წინა არჩევნების შემდეგ მისი მხარდაჭერა გაორმაგდა, თუმცა გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი ულტრამემარჯვენე პარტიასთან კოალიციის ფორმირებას გამორიცხავს. ილონ მასკი პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას ღიად უცხადებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor