• February

    7

    2026
  • 90
  • 0
„უოლ სთრით ჯორნალი“ – ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

„უოლ სთრით ჯორნალი“ – ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თეირანი არ დაეთანხმება ურანის გამდიდრების შეწყვეტას საკუთარ ტერიტორიაზე.

ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანი მზად არის, იმსჯელოს გამდიდრების დონეზე და სისუფთავეზე. ქვეყანა ასევე არ გამორიცხავს რეგიონული კონსორციუმის შექმნას.

„როიტერის“ წყაროს თქმით, თეირანს მიაჩნია, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა, „როგორც ჩანს, გაიგეს ირანის პოზიცია გამდიდრების საკითხზე და გამოიჩინეს მოქნილობა თეირანის მოთხოვნების მიმართ“.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, ომანის შუამავლობით. ინფორმირებული წყაროების ცნობით, არცერთმა მხარემ მნიშვნელოვნად არ შეცვალა თავისი საწყისი პოზიცია.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ირანის სარაკეტო შესაძლებლობების საკითხი საერთოდ არ განხილულა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor