• September

    12

    2025
  • 54
  • 0
ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით შეხვედრას მართავენ. ამის შესახებ სომხური და თურქული მედიები წერენ.

შეხვედრა სომხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანი ბადალიანი აცხადებს, რომ თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი, რომელიც პასუხისმგებელია სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, მის კოლეგას, რუბენ რუბინიანის შეხვდა.

მანამდე რუბინიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე  დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი უნდა განიხილონ. მიმდინარე მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება საზღვრის გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის საზღვრის გახსნაზე.

კილიჩმა კი შეხვედრამდე განაცხადა, რომ სომხეთმა სურვილი გამოთქვა საზღვრების გახსნის შესახებ, თუმცა პროგრესის მიღწევამდე ტექნიკური საკითხები იქნება მოსაგვარებელი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და თურქეთს 30 წელზე მეტია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვთ, ასევე ჩაკეტილი აქვთ საზღვრები. ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარი კი მხარეებმა 2020 წელს, ე.წ. 44-დღიანი ომის, ანუ მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიწყეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor