• November

    11

    2025
  • 32
  • 0
ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ევროკომისია ახალი სადაზვერვო ორგანოს შექმნის გეგმას განიხილავს

ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ევროკომისია ახალი სადაზვერვო ორგანოს შექმნის გეგმას განიხილავს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ევროკომისია ახალი სადაზვერვო ორგანოს შექმნის გეგმას განიხილავს.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ახალი სადაზვერვო ორგანო ევროკომისიის გენერალური სამდივნოს ფარგლებში იმუშავებს.

მისი მიზანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების მიერ შეგროვებული ინფორმაციის უკეთ გამოყენება იქნება.

გამოცემა ოთხ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კომისიის გენერალური სამდივნოს შიგნით ჩამოყალიბებული დანაყოფი ევროკავშირის სადაზვერვო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის დაქირავებას და ერთობლივი მიზნებისთვის სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას გეგმავს.

Financial Times-თან საუბრისას წყაროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ნაბიჯს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან, რომელიც ევროკავშირის სადაზვერვო და სიტუაციების ცენტრს (Intcen) აკონტროლებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor