• October

    2

    2024
  • 73
  • 0
ურსულა ფონ დერ ლაიენი – არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

ურსულა ფონ დერ ლაიენი – არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ზურაბიშვილი და ლაიენი.

„მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული გზის დაჩქარების საკითხზე. ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს, როდესაც ისინი 26 ოქტომბერს თავიანთ ევროპულ მომავალს გამოაცხადებენ“, – წერს ზურაბიშვილი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

„ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენ ერთმანეთს მნიშვნელოვან მომენტში შევხვდით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის“, – წერს ლაიენი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor