• September

    30

    2025
  • 34
  • 0
ურსულა ფონ დერ ლაიენი – მივესალმები დონალდ ტრამპის ვალდებულებას, დაასრულოს ღაზაში მიმდინარე ომი, ევროკავშირი მზადაა, პროცესში წვლილი შეიტანოს

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მივესალმები დონალდ ტრამპის ვალდებულებას, დაასრულოს ღაზაში მიმდინარე ომი, ევროკავშირი მზადაა, პროცესში წვლილი შეიტანოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

„მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვალდებულებას, რომ დაასრულოს ღაზაში მიმდინარე ომი. მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ევროკავშირი მზადაა, პროცესში წვლილი შეიტანოს“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ღაზის სექტორში მყოფი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი მიწოდება და მძევლების გათავისუფლება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor