
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
უწმინდესი 92 წლის გახდა
4 იანვარი გამორჩეული თარიღი საქართველოსთვის, ქართული ეკლესიის სულიერი მამა იუბილარია, უწმინდესი დღეს 92 წლის გახდა.
ეპოქალური პატრიარქი ილია მეორე 44 წლის იყო, როცა სათავეში ქართულ ეკლესიას ჩაუდგა. ღვთის მისიით მოვლენილი და ეკლით მოფენილ გზაზე პატრიარქობის პირველი წლები უმძიმესი აღმოჩნდა. დანგრეული და დახურურული ეკლესია მონასტრები, მრევლის გარეშე დარჩენილი ტაძრები, ასე ვითარდებოდა მოვლენები წლების განმავლობაში, თუმცა მალევე უწმინდესმა ახალი ეპოქის ჩამოყალიბება დაიწყო.
ილია მეორეს სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. მალევე იწყება დახურული ტაძრების გახსნა, ძველი და განადგურებული ტაძრების რეაბილიტაცია. პატრიარქის ლოცვა კურთხევით აშენდა 50-ზე მეტი ეკლესია, გაიხსნა ეპარქიები და სასულიერო აკადემიები.
პატრიარქის როლი განსაკუთრებით დიდია კულტურულ-სამეცნიერო თვალსაზრითით, უწმინდეს დაწერილი აქვს ათეულობით ხატი და არის არაერთი გალობის ავტორი. პატრიარქის სახელს უკავშირდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს კომფლიქტის რეგიონიდან გარდაცვლილი ქართველების გამოყვანა.
ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით უწმინდესმა დაამკვიდრა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს პატრიარქის ნათლულთა რაოდენობა 50 000-ზე მეტია.
ირაკლი გუნია





