• January

    30

    2025
  • 101
  • 0
„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკავშირის რიგი ქვეყნები რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს

„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკავშირის რიგი ქვეყნები რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს

ევროკავშირის რიგი ქვეყნების ოფიციალური პირები ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამ იდეას მხარს უჭერენ გერმანიისა და უნგრეთის ზოგიერთი წარმომადგენლები, რომლებმაც მხარდაჭერა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოიპოვეს. ისინი რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების განახლებას ევროპულ ბაზარზე ენერგომატარებლების ფასების შემცირების შესაძლებლობად განიხილავენ.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთიდან გაზის იმპორტის განახლების გეგმებმა მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები არიან. „ფაინენშალ თაიმსი“ არ ასახელებს კონკრეტულ სახელმწიფოებს, თუმცა აშკარაა, რომ საუბარია პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებზე, ფინეთსა და შვედეთზე.

გამოცემა ციტირებს ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთ წარმომადგენელს: „ეს სიგიჟეა. რა იდიოტები უნდა იყვნენ, რომ ამაზე როგორც შესაძლო ვარიანტზე ფიქრობდნენ?”

„ფაინენშალ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ რუსული გაზის ევროპაში მიწოდების განახლების გეგმებმა შეშფოთება გამოიწვია თხევადი ბუნებრივი აირის ამერიკელ ექსპორტიორებშიც, რომლებმაც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდეს ამ ნედლეულის მიწოდება ევროპაში. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფების შემოღებით ემუქრება, თუ ევროკავშირის ქვეყნები არ დათანხმდებიან მეტი ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას.

სტატიაში ნათქვამია, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომამდე ევროპაში მილსადენით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირი მთლიანი მიწოდების დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, უდიდესი იმპორტიორი კი გერმანია იყო. 2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ამცირებდნენ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას. ამან გამოიწვია რუსეთის მიერ ევროპულ გაზის ბაზარზე დომინანტური პოზიციის დაკარგვა.

ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული გაზის საზღვაო მიწოდება, მაგრამ ვერ შეძლო მილსადენი გაზზე სრულად უარის თქმა, რადგან მასზე დამოკიდებული არიან ზოგიერთი ევროპული ქვეყნები, კერძოდ, სლოვაკეთი და უნგრეთი. იანვრიდან, მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა, ერთადერთი მილსადენი, რომლითაც ბუნებრივი აირი ევროკავშირში შედის, „თურქული ნაკადია“. გამოცემა წერს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებები უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის განახლებას უჭერენ მხარს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor