• February

    25

    2025
  • 58
  • 0
„ფაინენშელ თაიმსი“ – დონალდ ტრამპს ერთ-ერთმა მრჩეველმა, სავარაუდოდ, სადაზვერვო ალიანსიდან კანადის გარიცხვა შესთავაზა

„ფაინენშელ თაიმსი“ – დონალდ ტრამპს ერთ-ერთმა მრჩეველმა, სავარაუდოდ, სადაზვერვო ალიანსიდან კანადის გარიცხვა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ერთ-ერთმა მრჩეველმა, სავარაუდოდ, სადაზვერვო ალიანსიდან კანადის გარიცხვა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთმა უახლოესმა მრჩეველმა, პიტერ ნავარომ დონალდ ტრამპს ურჩია, კანადა ე.წ. ხუთი თვალის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ალიანსიდან გარიცხონ. აშშ-ისა და კანადის გარდა, „ხუთი თვალის“ ალიანსში ასევე შედიან ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

გაზეთის წყაროები ასევე მიუთითებენ, რომ ნავაროს აქვს წვდომა ოვალურ ოფისში ტრამპთან მჭიდრო ურთიერთობის გამო და კანადის გარიცხვას უწოდებს ზეწოლის გაზრდას ქვეყანაზე.

გავრცელებული ცნობით, უცნობია, მხარი დაუჭირა თუ არა ტრამპმა ამ იდეას, მაგრამ იგი განიხილება მისი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს შორის.

პიტერ ნავარო მუშაობდა თეთრი სახლის სავაჭრო მრჩევლად ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში და ახლა დაინიშნა ვაჭრობისა და წარმოების უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor