• July

    11

    2024
  • 72
  • 0

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში. შედეგად, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა, ასევე ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor