• April

    23

    2025
  • 65
  • 0
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ჯამში, 38 190 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 179 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა-მხილების მიზნით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor