• February

    25

    2025
  • 188
  • 0
„ფინბიურო“ საქართველოს მოქალაქეებს ფსიქოლოგიურ ტერორს ხანდაზმული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის დაკვეთით უწყობს ?

„ფინბიურო“ საქართველოს მოქალაქეებს ფსიქოლოგიურ ტერორს ხანდაზმული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის დაკვეთით უწყობს ?

ჩვენი მკითხველი ინფორმირებულია, რომ ,,GEO NEWS” არაერთხელ გთავაზობთ ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტს სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტების საქმიანობაზე, უფრო მეტიც, ამ მიზნით, ჩვენი იურისტი, გამომძიებელი ჟურნალისტის ფუნქციასაც ითავსებს და კომპეტენტურ ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს.

ამჯერად, ოდნავ სტილიზებულად, მაგრამ საკმაო სიზუსტით, გთავაზობთ შპს „ფინბიუროს“ თაობაზე მასალას, რომელიც ზუსტად ასახავს ამ ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებს.

საგულისხმოა, რომ რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, „ფინბიურო“-ს მთელი აქტივების 90 % -ზე მეტი „თიბისი“ ბანკშია ჩადებული (აი, კონკერეტული ფაქტები : გირავნობა/ლიზინგის რეესტრი: R23579301 20/09/2023 16:47:40 კრედიტორი : სს თიბისი ბანკი ( საქართველო ) 204854595 მესაკუთრე : შპს ფინბიურო ( საქართველო ) 419995599 საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე : შპს ,,ფინბიუროს” ( ს/ნ: 419995599 ) კუთვნილი პორტფელიდან გამომდინარე არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ყველა და ნებისმიერი მოთხოვნის უფლება/უფლებები ყველა და ნებისმიერი პირის/დებიტორის მიმართ, მათ შორის 2023 წლის 30 მარტის მოთხოვნის დათმობის ( ცესიის ) ხელშეკრულების საფუძველზე სს „თიბისი ბანკიდან“ შესყიდული საკრედიტო პორტფელი, რომლის მოთხოვნის მოცულობას წარმოადგენს 505 862.42 ( ხუთას ხუთი ათას რვაას სამოცდაორი და 42/100 ) ლარი საფუძველი : გირავნობის ხელშეკრულება, 1231233053223, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 20.09.2023 და ასეთი ვალდებულება „ფინბიუროს“აქვს ათობით, რასაც ჩვენი მკითხველი თავადაც იხილავს რეესტრში საკუთარი თვალით.

ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ნამდვილად შეგვიძლია გონივრული ვარაუდი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ „ფინბიურო“ რეალურად ხანდაზმული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის ახალი პროექტია საქართველოს მოქალაქეების გაყვლეფაზე ორიენტირებული, ამას კი ხაზარაძე სხვა სახელითა და სხვა კომპანიით აკეთებს, რომ თავად პოლიტიკური კარიერა აკეთოს და ხალხის დატერორება „ფინბიუროს” ხელში დატოვოს და ამით „არც მწვადი დაწვას და არც შამფური“.

ამბავი N 1 :

შავი ხვრელი 

ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, პატარა, მყუდრო ბინაში, მარტოხელა დედა, თავის 10 წლის ვაჟთან, ლუკასთან ერთად ცხოვრობდა. ქალბატონი მცირე ხელფასზე მუშაობდა და ძლივს ახერხებდა თავის გატანას.
ერთ დღეს, როდესაც ლუკას დაბადების დღე მოახლოვდა ფინანსური სირთულეები შეექმნა. მას სურდა, რომ ლუკასთვის განსაკუთრებული დღე მოეწყო, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდა.
სასოწარკვეთილმა ქალბატონმა გადაწყვიტა, მიემართა ონლაინ სესხების კომპანიისთვის. მან სწრაფად და მარტივად აიღო მცირე სესხი, რათა ლუკასთვის საჩუქრები ეყიდა და პატარა წვეულება მოეწყო. თუმცა, ვერ გაითვალისწინა სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი და ვადაგადაცილების შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმები.

რამდენიმე თვის შემდეგ, ქალბატონმა სამსახური დაკარგა და სესხის დაფარვა ვეღარ შეძლო. ამ დროს დაიწყო მისი კოშმარი.

კომპანია „ფინბიურო“, რომელიც მდებარეობს თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე, დაუკავშირდა მას და დაიწყო მისთვის მუქარის შემცველი ზარების განხორციელება. მათ მოსთხოვეს  დაეფარა სესხი, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაზრდილიყო და ჯარიმების დამატების შედეგად, წარმოუდგენელ თანხას მიაღწია.

ქალბატონის ტელეფონზწ გამუდმებით რეკავდნენ. „ფინბიუროს“ თანამშრომლები მას დღეში რამდენჯერმე უკავშირდებოდნენ, ლანძღავდნენ, აშინებდნენ, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ თუ ის სესხს არ დაფარავდა,  სახლში მიაკითხავდნენ და ყველაფერს გაიტანდნენ. ადამიანი შეშინებული იყო და არ იცოდა, რა გაეკეთებინა.

„ფინბიუროს“ თანამშრომლები არ ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ ქალბატონი სასამართლომ უკვე გაათავისუფლა ამ სესხის დაფარვის ვალდებულებისგან სესხის ხანდაზმულობის გამო.

“ფინბიუროს“ არ აინტერესებდა, რომ ადამიანი უმუშევარი იყო და მცირეწლოვან შვილს ზრდიდა. მათ მხოლოდ ფულის ამოღება სურდათ.

ამ ქალბატონის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. მას აღარ შეეძლო მშვიდად ძილი და ჭამა. იგი მუდმივად შიშში ცხოვრობდა, რომ „ფინბიუროს“ თანამშრომლები მის სახლში მივიდოდნენ და მას და ლუკას ზიანს მიაყენებდნენ. ლუკა ხედავდა დედის შეშინებულ სახეს და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა.

მან გადაწყვიტა, რომ დახმარებისთვის მიემართა იურისტისთვის. იურისტმა მას განუმარტა, რომ „ფინბიუროს“ ქმედებები უკანონო იყო და რომ მას ჰქონდა უფლება, დაეცვა თავისი თავი. იურისტმა მას ურჩია, შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა „ფინბიუროს“ მხრიდან, განხორციელებულ მუქარასა და შევიწროებას.

ქალბატონმა დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება. მან ჩაიწერა ყველა სატელეფონო საუბარი „ფინბიუროს“ თანამშრომლებთან და შეინახა ყველა შეტყობინება, რომელიც მათ მისთვის გამოგზავნეს. მან ასევე მიმართა პოლიციას და წარადგინა განცხადება „ფინბიუროს“ წინააღმდეგ.

შედეგად, „ფინბიურომ“ შეწყვიტა მისი შევიწროება. მათ ასევე გააუქმეს მისი სესხი და ბოდიში მოუხადეს. ამ ადამიანმა მოიგო თავისი ბრძოლა და დაამტკიცა, რომ სამართლიანობა არსებობს.

ამ ქალბატონის ამბავი გახდა სიმბოლო იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი უფლებები და არ დავუშვათ, რომ ფულის ამომღებმა კომპანიებმა დაგვაშინონ და დაგვამცირონ.

ამბავი N 2 : 

,,ფინბიუროს“ ჩრდილში

თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, წყალტუბოს ქუჩაზე, მდებარეობს შპს „ფინბიუროს“ ოფისები. გარედან – ელეგანტური, მინის ფასადით და თანამედროვე დიზაინით, შიგნიდან კი – ცივი, უემოციო სივრცე, სადაც ადამიანების ცხოვრებას ყოველ დღე ანგრევენ.

ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 38 წლის მარტოხელა დედა, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც ყოველ დღე ურეკავდნენ. მან ოდესღაც აიღო სესხი კერძო მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ხანდაზმულობამ ეს ვალი არალეგიტიმური და ამოუღებადი გახადა. მას ეგონა, რომ ამით პრობლემა მოგვარდა, მაგრამ შეცდა.

პირველი ერთი თვე გავიდა მშვიდად, მერე კი „ფინბიუროს“ წარმომადგენელმა დაურეკა.

– ქალბატონო, თქვენი დავალიანება 2 500 ლარს შეადგენს, როდის გადაიხდით ? – მკაცრი ხმა მოისმა ყურმილში.

– სასამართლომ უკვე თქვა, რომ ეს ვალი არ მეკუთვნის, – შეეცადა აეხსნა ქალბატონს.

– სასამართლოს ნუ მიხსენებთ, თქვენს საქმეს ჩვენ ვაგვარებთ. გირჩევთ, დროულად დაფაროთ, თორემ…

შემდეგ არ დაუმთავრებია, მაგრამ ქალბატონმა იგრძნო, რომ ეს მუქარა იყო.

გაიარა რამდენიმე დღემ, ზარებმა იმატა. ხან დილას ურეკავდნენ, ხან საღამოს, ხან შუაღამითაც კი. ,,შენი მისამართი ვიცით”, ბავშვს სკოლაში ხომ უშვებ ? იქნებ ვესტუმროთ ?” – უკვე ღია მუქარაზე გადავიდნენ. ადამიანი შიშით ცხოვრობდა. ანგარიშზე თანხა, რომ ჩაერიცხა, მაშინვე ეშინოდა, ხომ არ მოიხსნიდა ვინმე იძულებით ?

მისი მეზობლებიც კი სამიზნე გახდნენ, რადგან მათაც ურეკავდნენ და კითხულობდნენ, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით.

საბოლოოდ, ქალბატონმა გადაწყვიტა პირადად მისულიყო „ფინბიუროს“ ოფისში.

პომპეზური გარემო თითქოს გულგრილობას ასხივებდა.

– გისმენთ, – იღიმებოდა მდივანი.

– მენეჯერთან მინდა შეხვედრა.

ცოტა ხანში მასთან სოლიდურად ჩაცმული, მაგრამ ცივი გამომეტყველების კაცი გამოვიდა.

– ქალბატონო, რა საკითხზე მოხვედით ?

– მინდა, რომ შეწყვიტოთ ჩემი ტერორი. სასამართლომ ჩემი ვალი არალეგიტიმურად ცნო.

– ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ ამ სესხებზე, – მოკლედ უპასუხა კაცმა და ხელში ფურცელი მიაჩეჩა, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

ქალბატონმა, კარგად იცოდა, რომ ისინი სამართლებრივ ზღვარზე დადიოდნენ – არ ემუქრებოდნენ პირდაპირ, არ მოქმედებდნენ ღიად უკანონოდ, მაგრამ ისე აშინებდნენ ხალხს, რომ ვალებს მაინც იხდიდნენ.

მომდევნო კვირას ქალბატონმა სოციალურ ქსელებში მოიძია ადამიანები, ვინც მის მსგავს მდგომარეობაში იყვნენ. აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი ასობით, თუ არა ათასობით იყო.
მან იურისტთან ერთად ახალი სარჩელი შეიტანა და მედიის ყურადღების მიქცევაც გადაწყვიტა.

რამდენიმე თვეში ,,ფინბიუროს” საქმე სამართლებრივად გასაჩივრდა თუ არა, ,,ფინბიუროდან“ ზარები შემცირდა, მაგრამ ამ ქალბატონმა იცის – სხვაგან იგივე გრძელდება.

„ფინბიურო“ ერთ-ერთი იყო იმ მრავალიდან, რომელიც მსესხებლების ცხოვრებას ანგრევდა, კანონისა და მორალის საზღვრებს შორის გაურკვევლობაში მოქმედებდა.

სწორედ ამიტომაც, ჩვენ ვიწყებთ მსგავს ორგანიზაციებზე საგამოძიებო მასალების მომზადებას და შემდეგი ჟურნალისტური გამოძიების სამიზნე „ფინბიუროსთან“ ერთად კომპანია „კრისტალიც“ გახდება, რომლის კრისტალურ საქმიანობაზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვეპოვება და გამოძიება მიმდინარეა, ხოლო რაც შეეხება ,,ფინბიურის” ყველაფერი წინ არის. 

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor