
ფოთში ახალი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ახალი საბავშვო ბაღი 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა სრულად არის ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 3 287 000 ლარია.
ავტორი: ირაკლი გუნია





