
ფოთში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობდა
ფოთში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობდა.
ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრების განცხადებები, რომლებიც საარჩევნო პროცეს ფოთის პირველ საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ :
,, გავეცანით მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ფოთში და არა მარტო ფოთში, ზუგდუდშიც , იქამდე თბილისშიც და საარჩევნო სისტემით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. ჩვენი შეფასებით, საკმოდ წინსვლაა ამ მიმართულებით. ის თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები და ის თუ ვინ იქნება შემდეგი მთავრობა არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ფაქტია საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან საარჩევნო პროცესი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”,- განაცხადა ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა ინსტვინ ჰოლიკმა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ




