
ფოთში 26 მაისის ქუჩაზე დენის ბოძი დაზიანდა
ფოთში 26 მაისის ქუჩაზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად დენის ბოძი დაზიანდა, რის გამოც აღნიშნული ქუჩის აბონენტებს, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
ადგილზე ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადები მუშაობენ. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ავტორი: ირაკლი გუნია




