• February

    27

    2025
  • 165
  • 0
ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე: ,,იმის დაბრალებით, რაც არ ხარ, არა მარტო სხვას, უპირველესად, საკუთარ თავს ვნებ – შესაძლოა, საერთოდ ყველაფრის სურვილი დაკარგო იმდენად მძიმე შედეგი დაგიდგეს“

ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე: ,,იმის დაბრალებით, რაც არ ხარ, არა მარტო სხვას, უპირველესად, საკუთარ თავს ვნებ – შესაძლოა, საერთოდ ყველაფრის სურვილი დაკარგო იმდენად მძიმე შედეგი დაგიდგეს“

,,GEO NEWS”-ის ახალი რუბრიკის, „ხედვა ფსიქოლოგის პრიზმაში“ დღევანდელი სტუმარი და ჩვენი საპატიო რესპონდენტი ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე გახლავთ, რომელიც ამ პროფესიის კაშკაშა ვარსკვლავია საქართველოში. დამსახურებულია ყველა ის პოზიტიური შეფასება, რომელიც მის მიმართ ხშირად გვსმენია.

ელენე არა მარტო გამორჩეული ნიჭისა და ერუდიციის ადამიანი გახლავთ, არამედ, მას აქვს ღვთით ბოძებული უნივერსალური უნარი ელაპარაკოს ადამიანებს ისე, რომ მათთვის ყველაფერი გასაგები და ადვილად აღქმადი იყოს. შესაძლებლობა იმისა, სხვადასხვა ინტელექტუალური ცენზის ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრო ისე, რომ თვით ყველაზე რთულით დაწყებული და ყველაზე ტრივიალურით დამთავრებული, ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი, გამაოგნებელია და აღფრთოვანებას იწვევს.

ჩემი, როგორც ინტერვიუერის კარიერაში, ელენე ჯაფარიძე სრულიად უნიკალური გამონაკლისია, ვისთანაც სურვილი მქონდა ინტერვიუ არ დასრულებულიყო, რადგანაც მსგავსი ნათელი გონი და ადამიანური ხიბლის ეფექტი, მე ჯერ სხვაგან არც კი მინახავს. ამიტომაც, მკითხველს დიდი სიამოვნება ელის ელენესთან ექსკლუზიური ინტერვიუს სახით.

,,GEO NEWS” ფსიქოლოგს, პროფესორს, გენდერის დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელს, ქალბატონ ელენე ჯაფარიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ქალბატონო ელენე, რა ტენდენციები იკვეთება დღევანდელი ქართული რეალობის გათვალისწინებით, რა არის პრობლემური სადღეისოდ იმ ბენიფიციარებთან, ვისთანაც თქვენ გაქვთ შეხება ?

ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ დღეს, აქტუალურია შფოთვები სტაბილურობასთან და მომავლის პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც ერთგვარი გამოძახილია იმისა, რასაც ვხედავთ ქუჩაში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არსებითად გადალახულია მამაკაცების მხრიდან ბარიერი ფსიქოლოგთან მისვლისა. ასევე, დომინირებს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები, მათ შორის სტრესები სამსახურში, ერთგვარი ფსიქოლოგიური გადაწვაც ( ე.წ. ბერნ-აუტი ) და არსებითად მთავარი, რაც ამ პრობლემებს მთლიანობაში კრავს, არის დაურწმუნებლობა მომავალში და ხვალინდელი დღის მკვეთრად ვერ დანახვა. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ფსიქიკა მუდმივად მოითხოვს განსაზღვრულობას, რასაც ვერ აწვდი, მერე კი, ეს თავისთავად ხდება მნიშვნელოვანი სტრესორი.

შესაბამისად, ყველაფერი ძალიან პირადული ხდება, როცა არ იცი ხვალ გექნება, თუ არა შემოსავალი და საერთოდ სად უნდა ეძებო სამსახური, რადგან ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც განმსაზღვრელია, რომ ფუნქციური იყო, შიში არ გქონდეს მომავლის, მთლიანად მორღვეულია.

ქალბატონო ელენე, ახლა მსურს წყვილების თაობაზე გკითხოთ, უფრო ზუსტად ახლად შექმნილ ოჯახებზე, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახები იქმნება და შემდეგ ძალიან მოკლე პერიოდში ინგრევა. ამ მიმართებით მაინტერესებს, როდესაც ოჯახის შექმნამდე აღფრთოვანებული ურთიერთობები იწყება ორში და შემდეგ ოჯახის შექმნასთან ერთად ყველაფერი ნადგურდება, ხომ არ გვაქვს გადამეტებული მოლოდინების „დაბუსტვასთან“ საქმე, რაც აუცილებლად იმედგაცრუებით სრულდება ?

-უმეტესწილად ადამიანები ასე ვიქცევით, ხომ მართალი ვარ, ვახდენთ პროვოცირებას ჩვენი მოლოდინებისა მასზე, ვინც მოგვეწონება და ზუსტად ამის მერე ხდება ამ ილუზიის მსხვრევა.
როცა წყვილი ურთიერთობაში ერთმანეთს კარგაად გაიცნობს აღმოჩნდება, რომ რაღაცეები ისე არ არის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ ვერ ვხედავდი იმ ადამიანისთვის დამახასიათებელ რეალურ თვისებებს და სხვათა შორის, ეს ილუზიის რღვევა, მსხვრევა, სხვადასხვა დროს ემერთებათ წყვილებს, ხან ერთი ასწრებს, ვარდება და ენარცხება მიწაზე, მერე მეორე.

ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა, რომ ურთიერთობის დასაწყისი ერთგვარი „თაფლობის თვეა“, მსგავსია და მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ რაღაცეებს მე ვერ ვხედავ, ხოლო ის რაღაცეები, რასაც მე ვხედავ, შეიძლება მე მივაწერე ამ ადამიანს და მოდი, უკეთესად გავიცნო ეს ადამიანი.

საინტერესოა, რომ არ არის ხოლმე აუცილებელი, წყვილის მოლოდინები ძალიან აცდეს არსებულს. ზოგჯერ არის, რომ მცირედსაც ვერ პატიობენ ერთმანეთს. არადა, უნდა დავფიქრდე, რომ ის რაც ასე მომწონდა, შეიძლება არც კი იყო თავიდან და ეს მე მივაწერე ამ ადამიანს, ეს ყველაფერი. ის არაფერ შუაში არ არის, მე რომ მას რაღაცა მივაწერე.

მეორე, რაც ხშირ შემთხვევაში ანგრევს ურთიერთობას, როდესაც მაგალითად წყვილი ერთმანეთს „ჭედავს“ ერთგვარ ურთიერთბრალდებების ( ბლეიმინგის ) სივრცეში, ეს შენი ბრალია, ასე არ მოხდებოდა შენ რომ არა და შევდივართ ამ უტოპიურ სივრცეში, სადაც აუცილებლად იპოვი, რომ რაღაც ვიღაცის ბრალია, მაგრამ რა არის ამოცანა ? რომ რაღაცეები შევძლოთ ხომ ? და, აი, თუ წყვილი ლაპარაცობს, თუნდაც კრიტიკით, თუ წყვილი ცდილობს ერთმანეთს ელაპარაკოს და ასევე მოუსმინოს, მაგ შემთხვევაში შანსი, რომ წყვილი გადარჩეს და არ დაიშალოს, არის ძალიან მაღალი.

არის ასევე მეორე ფაქტორიც, რომ შესაძლოა პარტნიორში აღმოვაჩინე ბევრი რამე, რაც მე მასში არ მომწონს, მაღიზიანებს და ასე შემდეგ, მაგრამ, ფუნდამენტურად, თუ მე მას პატივს ვცემ და თუ ის მე ღირსეულად მიმაჩნია, ანუ მასში ვხედავ თვისებებს, რაც ჩემთვის საპატივცემლოა, მაშინ არის ალბათობა, რომ გადავიდეთ ხანგრძლივ ურთიერთობაში, სადაც მნიშვნელოვანია ეს ღირსეულობის განცდა, რომ ეს ადამიანი დამოუკიდებლად ჩემგან იმსახურებს პატივისცემას და აღფრთოვანებას. როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო, ალბათობა საკმაოდ მაღალი რჩება, რომ ჩვენ მოვაგვაროთ რაღაცეები. აი, თუ მე მას პატივს აღარ ვცემ, ჩემს თვალში აღარ მაქვს მის მიმართ არაფერი, განულდა ის ჩემთვის ხომ, მაშინ არანაირი შანსი აღარ მაქვს და ურთიერთობა ვერ გადარჩება.

სამი ძირითადი ფაქტორია, რაზეც ვდგავართ ჩვენ ურთიერთობაში, რითაც ჩვენ ვახერხებთ, რომ ურთიერთობა ასეთი აფეთქებული, ხანმოკლე, ენდორფინებისა და დოფამინიდან გადავიდეს, ნამდვილ აშენებულ ურთიერთობაში.

პირველი, ეს არის ინტელექტუალური თანხვედრა და არა მარტო ის, რომ მესმის თუ არა მე მისი ადამიანურად, არამედ ჩვენ ერთმანეთს ვზრდით თუ არა ინტელექტუალურად.
მეორე, ეს არის ემოციური ნაწილი, როცა მე მაქვს იმის განცდა, რომ ყველანაირად ვარ „დატეული“ ამ ჩემს მეორე ადამიანში, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რაღაცაში არ მეთანხმებოდეს, მას აქვს უნარი რომ დამიტიოს მე და იგივე შემიძლია მეც. მათ შორის დავიტიო მისი ბრაზიც და უკმაყოფილებაც, რომ არ გავიქცე და შევძლო გაგება რაში არის საქმე.

აი, მესამე არის ის, რასაც ჰქვია ლტოლვა ( პეშენ ), ოღონდ ეს ლტოლვა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ეს არის აღფრთოვანების ნაწილიც, რომ მომწონს ეს ადამიანი, მინდა ეს ადამიანი ჩემს გვერდზე და ჩემს ცხოვრებაში.

ეს სამივე ფაქტორი უნდა იყოს ურთიერთობაში, რომ მას მეტ-ნაკლები ხანგრძლივობის პერსპექტივა ჰქონდეს.

დაბოლოს, მინდა გკითხოთ იმ ადამიანებზე, ვინც არც სათანადო ინტელექტს, არც განათლებას და არც ღვთისგან ბოძებულ ნიჭს ფლობენ, რომ ფსიქოლოგები იყვნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც იჩემებენ ფსიქოლოგობას და ამ პროფესიის მორგებით ცდილობენ საზოგადოებაში იმიჯის შექმნას…

ძალიან კარგი და საჭირბოროტო კითხვაა, მე არ მეუხერხულება მასზე პასუხის გაცემა. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პროფესია, როდესაც შენ ადამიანის ჯანმრთელობასთან გაქვს საქმე, ეს ნიშნავს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის განცდას.

თქვენს მიერ დახასიათებული ტიპაჟები კი, მე მიმაჩნია, რომ არა მარტო კლიენტის, პაციენტის, არამედ საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ, რადგან ფსიქოთერაპევტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ისწავლო საკუთარი შესაძლებლობის ზღვარი. ნამდვილ ფსიქოლოგს მისდის წლები, იმის გასაგებად, სად არის მისი ლიმიტი, რა შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე და რა არ უნდა აიღოს. როდის შეუძლია იყოს ეფექტური და როდის არ შეუძლია !

როდესაც შენ არ გაქვს საკმარისი ცოდნა, არც თეორიული, არც პრაქტიკული და რაღაცას იბრალებ, ( ნებისმიერ პროფესიაში ) , არ შეიძლება ამის კეთება. მით უფრო პროფესიაში, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას ეხება. ასეთი ქცევა დაუშვებელია და ყველაფერი დროსა და მოწადინებას მოითხოვს. მე, მაგალითად, 20 წელია ამ პროფესიაში ვარ და დღემდე ყოველდღიურად ვსწავლობ და ახლის შესაძენად ვიღწვი.

იმის დაბრალებით, რაც არ ხარ, არა მარტო სხვას, უპირველესად, საკუთარ თავს ვნებ, შესაძლოა, საერთოდ ყველაფრის სურვილი დაკარგო ცხოვრებაში იმდენად მძიმე შედეგი დაგიდგეს.

ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor