• November

    5

    2024
  • 70
  • 0
ქაოსი ოპოზიციონერებს შორის სააპელაციო სასამართლოს ეზოში

ქაოსი ოპოზიციონერებს შორის სააპელაციო სასამართლოს ეზოში

სპორტის სასახლის ნაცვლად, თავყრილობა სააპელაციო სასამართლოს ეზოში, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებშიც იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა უპრეცენდენტო რაოდენობა. იქ იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო არის სტრატეგიული ობიექტი, სადაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მართლწესრიგის აღდგენისა და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესებს საფრთხე არ დაემუქროს, ამიტომ მოხდა სამართალდამცავების მობილიზება.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დისტანცია მაქსიმალურად არის დაცული და ამ დროისთვის რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

მედიასთან განცხადებები უკვე გააკეთეს მოღალატე ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც კვლავ განაგრძობენ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor