
,,ქართული ოცნება” დასავლეთს – ,,ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არავინ სხვა”
ქართველი ხალხის არჩევანით დასავლეთი უკმაყოფილოა. საპარლამენტო არჩევნებიდან, მეხუთე დღეს დასავლეთიდან ,,ქართული ოცნების” მისამართით კრიტიკა და თავდასხმები არ წყდება.მათი მთავარი მოთხოვნა ერთი-ერთში ემთხვევა უსამშობლო ოპოზიციის ნარატივს, რომლებიც კენჭისყრის დღეს საერთაშორისო დამკვირებლების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ახალ ფაზას ხსნის და არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას, მის მიერ შერჩეული საგამოძიებო ორგანოთი აანონსებს. ამის პარალელურად, ამ დრომდე აქტუალობას არ კარგავს პროტესტის ფონზე მიღებული ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ” კანონი და კეთდება მოწოდებები აღნიშნული კანონის გაუქმების შესახებ. რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან მმართველი პარტიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებსა და მოწოდებებზე, ,,ქართულ ოცნებაში,, ამბობენ, რომ მათი მხრიდან, ეს თავდასხმები მოულოდნელი არ ყოფილა.
მმართველი პარტია აშშ-ისა და დასავლეთის მხრიდან, საქართველოს პოლიტიკურ და საარჩევნო საქმეებში უხეშ ჩარევებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, მეტიც ,,ქართულ ოცნებაში” ხაზგასმით აკონკრეტებენ, რომ ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს და არავინ სხვა.
ირაკლი გუნია





