
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
,,ქართული ოცნება” სამშიდობო პოლიტიკის მთავარი გარანტი
დღევანდელ სტატიაში შევაჯამებთ 15 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს.
მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ისაუბრა ,,ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაზე.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა იმდენად კარგია, რომ მტრებს თვალებს უბრმავებს.
ბიძინა ივანიშვილი შეკრებილ საზოგადოებას ომისა და მშვიდობის შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრა. მან ომისა და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი – ,,არჩევანი ომის, ნგრევის და ქაოსის მსურველ ,,ნაციონალურ მოძრაობასა”, მეორეს მხრივ კი, მშვიდობის, განვითარების გარანტ ,,ქართულ ოცნებას” შორის გვაქვს”,-განაცხადა ივანიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს.
ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. და კიდევ ერთხელ დაანონსა, რომ ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აგვისტოს ომში უმკაცრესად დაისჯება.
მხოლოდ მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ, ასე ხედავს მმართველი პარტიის საპატიო თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპულ მომავალს.
ის რომ მმართველ პარტიას ქვეყანაში სამშვიდობო პოლიტიკის მრავალწლიანი გამოცდილება და უნარი აქვს, ეს კიდევ ერთხელ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ,,ქართული ოცნება” ამ სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი გარანტორი რჩება.
ირაკლი გუნია





