
,,ქართული ოცნების” დეპუტატი ცოტნე ანანიძე მოახლოებულ არჩევნებს ოპტიმიზმით უყურებს და რადიკალებს მარცხს უწინასწარმეტყველებს
უპრეცენდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გთავაზობთ ინტერვიუს ,,ქართული ოცნების” დეპუტატ ცოტნე ანანიძესთან. როგორც ანანიძე ამბობს, არჩევნებში მმართველ პარტიას ალტერნატივა არ აქვს. ანანიძე მოსახლეობას მიმართავს და იმ საფრთხეებზეც ესაუბრება თუ რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდგომ რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. მისივე განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ცოტნე ანანიძე: ამომრჩეველთა უმრავლესობა ხედავს, რომ 41 -ის გაფერადებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილური განვითარება. ამომრჩევლმა იცის, რომ თუ ოპოციზია, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მოვა ხელისუფლებაში, ქვეყანა დადგება ომის საფრთხისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო იგნორირების წინაშე.
–საზოგადოებისთვის საინტერესოა მმართველმა გუნდმა რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე ?
– ცრუ აღქმაა თითქოს ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირში ინტეგრირება. ფაქტობრივი რეალობა სულ სხვაა. სწორედ ,,ქართული ოცნების” დროს მოხდა ევროკავშირთან დაახლოება: ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. სიცრუეა ვითომდა, რუსულ პოლიტიკას ატარებს ,,ოცნება”. საქართველომ ყველა პლატფორმაზე მხარი დაუჭირა უკრაინის სამართლებრივ ინტერესებს.
–არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რა მოლოდინები გაქვთ რადიკალების მიმართ ?
–ოპოზიციას არავითარი ნდობა არ აქვს საქართველოს მოსახლეობაში. რაც არ უნდა იყოს თითოეულმა ქართველმა გაისისლხორცა ის ამბავი, რომ მშვიდობის გარანტი მხოლოდ ,,ქართული ოცნებაა”.
დღეს არჩევნების გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავინ საქართველოში არ დაიჯერებს რადიკალების ნარატივს არჩევნების გაყალბების თაობაზე. ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.
ირაკლი გუნია





