• November

    5

    2024
  • 144
  • 0
,,ქართული ოცნების” დეპუტატი ლაშა ხახუტაიშვილი ეროვნული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე და ფსევდო ოპოზიციის გარდაუვალ მარცხზე საუბრობს

,,ქართული ოცნების” დეპუტატი ლაშა ხახუტაიშვილი ეროვნული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე და ფსევდო ოპოზიციის გარდაუვალ მარცხზე საუბრობს

დესტრუქციული ოპოზიციის ვერ შემდგარი პროტესტი ,,GEO NEWS”-თან ინტერვიუში  ,,ქართული ოცნების” ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა ლაშა ხახუტაიშვილმა შეაფასა.  ბატონი ლაშას თქმით, ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

ლაშა ხახუტაიშვილი : პირველ რიგში, მინდა შევეხო რადიკალების აქციებს და მათ მოთხოვნებს – ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია, როგორც მათი ბრალდებები, ისე მოთხოვნები.

საგულისხმოა, რომ ოპოზიცია თავის თავს არ ღალატობს და ისევ იმ სპირალში შედის, რომელშიც უკვე არაერთხელ ყოფილა. 

ბატონო ლაშა, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას როგორ შეაფასებთ ?

-რაც შეეხება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას: მმართველი პარტია, არათუ ეწინააღმდეგება ამ გამოძიებას, არამედ მხარს უჭერს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ნათლად ადასტურებს, ხელისუფლების მხრიდან მზაობას, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს არჩევნებთან დაკავშირებით.

26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევანი მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთა. დიახ, ხალხის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, ღირსება, ქვეყნის სტაბილური განვითარება და კიდევ ერთხელ უთხრა უარი ფსევდო ლიბერალიზმს, მამათმავლებს, ქვეყნის მოღალატეებსა და მწამებლებს.

ჩვენი ქვეყანა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ისტორიით ღირსეულად, რწმენისა და ქართული ღირებულებების დაცვით ივლის, რაც ჩვენი ეროვნული იდენტობის საყრდენს წარმოადგენს და ის ვერ შეიცვლება, ვინაიდან ქართველების გენეტიკურ კოდშია. 

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor