
,,ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა ინგირში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს შეხვდა
,,ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა ინგირში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო.
ინგირში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ,,ღამის შოუ”-ს ბენდი.
დავით კოდუამ ინგირში მმართველი პარტიის ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. შიდა გზების, მოსაცდელების, გარე განათებებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე.
აღსანიშნავია, რომ ინგირში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში აშენდა ახალი ამბულატორია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ საჯარო სკოლას.
მოამზადა ირაკლი გუნიამ




