• December

    12

    2023
  • 103
  • 0

„ქართული ოცნების“ კომუნიკაცების დეპარტამენტი – რადიკალური ოპოზიციის ბოტები, მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერსა და ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook გვერდი – „სინამდვილეში“ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები – „საზღვარგარეთ გარბის ისეთი ხალხი, ვინც დაბალი განათლებისაა, არც პროფესია არ აქვს“ დეზინფორმაციული ხასიათისაა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი სახის განცხადება ემიგრანტებთან დაკავშირებით არასდროს გაუკეთებია.

„რადიკალური ოპოზიციის ბოტები, აგრესიული აქტივისტები და მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს. სინამდვილეში აღნიშნული ბანერი და, შესაბამისად, ციტატა არის დეზინფორმაცია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor